შინაარსზე გადასვლა

ცხვირი (აკუტაგავა)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ცხვირი“
ავტორი რიუნოსკე აკუტაგავა
ქვეყანა იაპონია
ენა იაპონური
ჟანრი მცირე მოთხრობა
გამომცემელი Shinshicho[1]
გამოცემის თარიღი იანვარი, 1916
მედია ბეჭდური
წინამორბედი რასიომონის კარიბჭე

ცხვირი (იაპონ. ) 一 იაპონელი მწერლის, რიუნოსკე აკუტაგავას რიგით მეორე მოკლე მოთხრობა, რომელიც მეცამეტე საუკუნის იაპონურ ფოლკლორულ თქმულებას - უძი შუი მონოგატარი - ეფუძნება. [2][3] ცხვირი აკუტაგავას რიგით მეორე მოთხრობაა, რომელიც რასიომონის გამოქვეყნებიდან მალევე დაიწერა და, პირველად, 1916 წლის იანვარში გამოქვეყნდა, [4] ტოკიოს უნივერსიტეტის გამომცემლობა შინშიჩოში,[1] მოგვიანებით კი მკითხველმა ის მწერლის სხვადასხვა ანთოლოგიაში იხილა. მწერალი, თავისი დამახასიათებელი მანერით, გადმოგვცემს ისტორიას, რომლის ძირითად არსს ამაოება და რელიგია წარმოადგენს.

მოქმედება მიუყვება ძენტი ნაიგუს, ჰეიანის ეპოქის იაპონელი ბუდისტი ბერის ცხოვრებას, რომელიც შეპყრობილია იდეით, შეუცვალოს ფორმა საკუთარ ზედმეტად გრძელ, დამახინჯებულ ცხვირს (რომელიც ფორმით, თავად ბერის აზრით, "ძეხვსაც კი წააგავს"), იმის მაგივრად, რომ დროის უდიდესი ნაწილი სუტრების შესწავლას შეალიოს.[5] ის ორმოცდაათს გადაცილებულია და აღნიშნული პრობლემა ბერად აღკვეცის პირველი დღიდან აწუხებს. ამას ის ერთი მთავარი მიზეზით ხსნიდა, კერძოდ, მისი თქმით, ის „ბევრ ყოფით პრობლემას უქმნიდა“. ის თავს ვერ ართმევდა ისეთივე ელემენტარულ საქმეს, როგორიც თეფშიდან საჭმლის ჭამაა, რადგან, ცხვირიდან გამომდინარე, ეს უკანასკნელი ჯამში ეფლობოდა და ყოველ ჯერზე მორჩილი ბიჭის დახმარებით უწევდა საზრდოს მიღება.

ნაწილი მიიჩნევდა, რომ ის ბერი რომ არა, ყველა ქალის საძულველი პიროვნება იქნებოდა, იმასაც ამბობდნენ, რომ ბერი ძენტი სწორედ მისი ამ ნაკლის გამო აღკვეცილა ბერად, რადგან ცდილობდა, ასე გაჰქცეოდა რეალობას, მაგრამ „თვითონ ძენტის სულაც ვერ წარმოედგინა რომ მისი სასულიერო წოდება თუნდაც რამდენადმე აიოლებდა იმ ტანჯვას რასაც ცხვირი აყენებდა“.

ის დიდ დროს ატარებდა სხვათა ცხვირებზე ფიქრში, ტაძარში მოსულ მრევლთა და მომლოცველთა სახეებს ის დიდი გულისყურით ათვალიერებდა - იმედოვნებდა, იპოვიდა ერთ კაცს მაინც ისეთს, ვისაც მისნაირი ცხვირი ექნებოდა, თუმცა ცხვირები, საუკეთესო შემთხვევაში, კეხიანი აღმოჩნდებოდა ხოლმე.

ის ყოველდღე იხედებოდა საკუთარ სარკეში იმ იმედით, რომ ის ოდნავ მაინც დამოკლებულიყო, მას შემდეგ, რაც ჩაატარებდა ისეთ პროცედურებს, როგორებიცაა: დამწვარი გოგრის ნაყენის დალევა, თაგვის შარდში ცხვირის ჩაყოფა და ა.შ. ასეა თუ ისე, მან საკუთარი ფიზიკური ნაკლის აღსადგენად მრავალ ხალხურ მეთოდს მიმართა, თუმცა პრობლემა ვერ აღმოფხვრა.

ერთ შემოდგომას, ბერის ერთ-ერთი მოწაფე დედაქალაქში გაემგზავდა, რომელმაც მოძღვარს სასიხარულო ამბავი აცნობა - ის შეხვდა მკურნალ ექიმს, რომელსაც ჰქონდა უნიკალური მეთოდი ცხვირის ზომის შესამცირებლად. ამ ექიმმა ჩინეთში იმოგზაურა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მღვდელმსახურება დაიწყო ტიორაკუს ტაძრის ბუდის მთავარ ქანდაკებასთან.

თავდაპირველად, მღვდელმა ისეთი გამომეტყველება მიღო, თითქოს, საკითხი საკუთარი ცხვირის შესახებ სრულებით არ ადარდებდა, თუმცა, მალევე, საკუთარი მოწაფეების დახმარებით, დათმობაზე მიდის და პროცედურის შესრულებას თანხმდება.[5]

მეთოდი შემდეგი იყო: ხვირი უნდა მოეხარშათ მდუღარეში და კარგად დაეტკეპნათ ფეხებით. მოწაფის მადლიერებით, მას შემდეგ, რაც ცხვირიდან ე.წ. „ფეტვის თესლის მსგავსი ბურთულები“ გამოვიდნენ, ბერის ნიკაპამდე ჩამოშვებული ცხვირი ჩვეულებრივ ფორმას უბრუნდება.[3] მიუხედავად ამისა, ბერი მაინც უკმაყოფილო იყო, მის ცხვირს ისე რომ ექცეოდნენ, როგორც რაღაც ნივთს და არა - სხეულის ნაწილს.

ნაიგუ წმინდა წიგნების კითხვისას გამუდმებით აკვირდებოდა ყოველდღიური რუტინის შედეგებს, ჰქონდა შიში, ვაი და ცხვირი ისევ და ისევ ისეთია, როგორიც ადრეო, თუმცა მალევე მისი ცხვირი პატარავდება.

ბერი გაკვირვებულია, რამდენადაც ის აღმოაჩენს, როგორ იცვალა ხალხმა მისი ახალი იერის მიმართ დამოკიდებულება - თუ მახინჯი ცხვირის მქონეს სერიოზულობით ეკიდებოდნენ, ახლა ხელოვნურად გამოყვანილი ცხვირის მქონე ბერს მასხრად იგდებენ, მათ შორის რიგირთი სამურაი და ერთ-ერთი მორჩილი ბერიც. ის გაცილებით უფრო ფიცხი და მკაცრი ხდება, გაბრაზებული აგინებდა ყველას ვინც კი თვალში მოხვდებოდა. საქმე ბოლოს იქამდე მივიდა რომ მისი მოწაფეც სწორედ ის რომელმაც ცხვირზე უმკურნალა ჩუმ ჩუმად ამბობდა, თითქოს ბერი რელიგიისადმი გულგრილილობით ცოდავდა. ამბობდნენ: „ბერი დაისჯება იმის გამო, რომ, ბუდას სწავლების გაზიარების ნაცვლად, ასე აგრესიულად გვეპყრობა“.

ხალხი განაგრძობს ბერზე დაცინვას, მანამ, სანამ ერთ დღესაც ის გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ მის ცხვირს უწინდელი სახე დაჰბრუნებოდა.

„ცხვირი“ იკვლევს ამაოებისა და ეგოიზმის თემებს.[1][6] ნაიგუ ამაოებას მიჰყავს იქამდე, რომ ის შეპყრობილი ხდება საკუთარი სხეულის ნაწილით. ეს ამაოება გზას უხსნის ცივ დამოკიდებულებას მისი პერებისგან, მას შემდეგ, რაც ისინი ამჩნევენ, როგორც აკეთებს უპირატესობას ბერი ძენტი ფიზიკურ ნაკლზე, სულიერებისგან განსხვავებით.[6] მღვდლობის სტატუსის გამყარებისგან განსხვავებით, სწორედ ცხვირია ის, რითაც ცდილობს ბერი დამკვიდრდეს სოციუმში, რადგან, მისი აზრით, სწორედ ამ უკანასკნელით განისჯება ის ხალხთა შორის. აკუტაგავასთვის დამახასიათებლად, თანამედროვე ფსიქოლოოგიური საკითხები აქაც კარგად ერწყვი კულტურისა და ფოლკლორის სახასიათო ნიმუშებს.[7]

ლიტერატურული მნიშვნელობა და კრიტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკუტაგავას საწყის პულარობაზე დიდი გავლენა სწორედ ამ მოტხრობამ იქონია.[2][8]

მოთხრობის წაკითხვის შემდეგ, ცნობილმა მწერალმა, ნაცუმე სოსეკიმ აკუტაგავას შემდეგი წერილი მისწერა:[2][8]

„თქვენი ნაშრომი საკმაოდ საინტერესოა. ფხიზელი და სერიოზული, მხიარულების მცდელობის გარეშე. ამავდროულად, ის აფრქვევს იუმორს, დახვეწილი გემოვნების აშკარა ნიშანს. გარდა ამისა, ტექსტი განსხვავებული და თვალისმომჭრელია, თქვენი სტილი კარგად არის გამოსახული და შესანიშნავადაა მოხდენილი“.[2]

მინიშნება ნამდვილ გეოგრაფიულ ობიექტზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოთხრობაში მოხსენიებულია შიმოდაში არსებული ჩორაკუ-ჯის ტაძარი, სადაც მოთხრობაში ნახსენებმა ჩინელმა მღვდელმა დაჰყო თავისი ადრეული წლები სპირიტუალური შემეცნებისთვის.

მოთხრობაში, ასევე, არის მინიშნება კიოტოს საიმპერატორო სასახლეზე, რომელში გამწესებულ მღვდელთაგან მთავარი გმირი ნაიგუ ერთ-ერთია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Jewel, Mark. "Akutagawa Ryūnosuke (March 1, 1892 - July 24, 1927)." Japanese Literature. 2008. 27 Sept. 2008 Akutagawa Ryunosuke. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-22. ციტირების თარიღი: 2008-09-27..
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Murakami, Fuminobu. Ideology and Narrative in Modern Japanese Literature. Assen, Netherlands: Uitgeverij Van Gorcum, 1996.
  3. 3.0 3.1 Keene, Donald. Dawn to the West. New York: Columbia UP, 1998.
  4. Rimer, J. Thomas, and Van C. Gessel. The Columbia Anthology of Modern Japanese Literature. New York: Columbia UP, 2005.
  5. 5.0 5.1 Akutagawa, Ryūnosuke. "The Nose." 1916. Rashōmon and 17 Other Stories. Trans. Jay Rubin. New York City: Penguin Group, 2006. 3-9.
  6. 6.0 6.1 "Ryunosuke, Akutagawa: Introduction." Short Story Criticism. Ed. Justin Karr Editor. Vol. 44. Gale Cengage, 2001. eNotes.com. 2006. 27 Sep, 2008 <http://www.enotes.com/short-story-criticism/ryunosuke-akutagawa დაარქივებული 2011-05-27 საიტზე Wayback Machine. >
  7. "Ryunosuke Akutagawa Biography." Encyclopedia of World Biography. 27 Sept. 2008 <http://www.bookrags.com/biography/ryunosuke-akutagawa/>.
  8. 8.0 8.1 Liukkonen, Petri. Akutagawa Ryunosuke. Kuusankoski Public Library. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 May 2008.